16:51
ფილიპ დორმერ სტენჰოპ ჩესტერფილდი
ადამიანების მიმართ არ შეიძლება სინამდვილიდან აღებული კერძო მაგალითებით საერთო დასკვნების გამოტანა. არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანი-მოაზროვნე არსებაა, ყოველთვის აზრიანად იმოქმედებს, ანდა, რომ რაიმე ჟინით შეპყრობილი, თავის მოქმედებაში უცვლელად და თანამიმევრულად იხელმძღვანელებს მხოლოდ იმით. არა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ჩვენგანში არსებობს რაღაც მთავარი ზამბარა, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს ყველაფერი – დანარჩენი, არსებობს კიდევ უთვალავი რაოდენობის წვრილი ბორბლები, რომელთა ბრუნვაც ან ანელებს, ან აჩქარებს, ხანდახან კი აჩერებს კიდეც ამ მოძრაობას.
ნანახია: 13 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 0.0/0