1 2 »
ერიხ მარია რემარკი
ღმერთს არ უყვარს გულქვა სულები და ივიწყებს მათ არსებობას. სწორედ ამიტომაც ცოცხლობენ უსასრულოდ დიდხანს.

ერიხ მარია რემარკი
სიყვარულს ჩირქს არ სცხებენ მეგობრობით. დასასრული დასასრულია.

ერიხ მარია რემარკი
სინანული ყველაზე უსარგებლო რამ არის ამქვეყნად, გამოსწორება არაფრისა შეიძლება, თორემ ეს რომ შეიძლებოდეს ყველანი წმინდანები ვიქნებოდით.

ერიხ მარია რემარკი
ბედნიერება იწყება შენით და შენითვე თავდება, ეს ხომ ასე უბრალო რამეა

ერიხ მარია რემარკი
ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო – სხვა ყველაფერი სიყალბეა.

ერიხ მარია რემარკი
გიყვარს – ეს ნიშნავს, მასთან ერთად დაბერება გინდა.

ერიხ მარია რემარკი
სიყვარული ახსნა – განმარტებებს ვერ ითმენს, მას ესაჭიროება მხოლოდ ქცევები.

ერიხ მარია რემარკი
ვინც მეტისმეტად ხშირად იხედება უკან, იოლად წაჰკრავს რასმე ფეხს და დაეცემა.

ერიხ მარია რემარკი
ვიდრე ცოცხალი ხარ არავის ენაღვლები, მოკვდები და არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი ხდები.

ერიხ მარია რემარკი
აცხოვრე ქალი თუნდაც რამდენიმე დღით ისე, როგორც მუდმივად არ შეგიძლია აცხოვრო და მას აუცილებლად დაკარგავ.

ერიხ მარია რემარკი
ადამიანი დიდია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში. ამაშია მისი უბედურებაც და მომხიბვლელობაც

ერიხ მარია რემარკი
თუ სისულელეების ჩადენაზე ხელი ავიღეთ, ჩანს დავბერებულვართ.

ერიხ მარია რემარკი
სითბოს რომ კარგავენ, საგნები აღარ გვიზიდავენ.

ერიხ მარია რემარკი
ცხოვრებას ჩვენი სრულყოფილად ქცევა არ განუზრახავს. ვინც სრულყოფილია, მისი ადგილი მუზეუმშია.

ერიხ მარია რემარკი
საშინელება მხოლოდ ისაა, როცა არაფერს ელი.

რაბინდრანათ თაგორი
 ძალზედ მარტივია იყო ბედნიერი, თუმცა ძალიან რთულია იყო მარტივი.

რაბინდრანათ თაგორი
იგი, რაც შენ ხარ — მას შენ ვერა სჭვრეტ. მას, რასაც ხედავ — შენი ჩრდილია.

რაბინდრანათ თაგორი
ვისაც სურს აკეთოს კარგი იგი კარზე აკაკუნებს. ვისაც უყვარს მისთვის კარი მუდამ ღიაა.

რაბინდრანათ თაგორი
მე მეძინა და მესიზმრა, რომ ცხოვრება ბედნიერებაა. გავიღვიძე და მივხვდი, რომ ცხოვრება ვალია. მე დავიწყე შრომა და მივხვდი, რომ ვალი — ეს ბედნიერებაა.

რაბინდრანათ თაგორი
თუ იმის გამო იტირებთ, რომ მზე თქვენი ცხოვრების თვალსაწიერს მიეფარა, ცრემლები ვარსკვლავების დანახვაში ხელს შეგიშლიან.

რაბინდრანათ თაგორი
არხებს უყვართ ფიქრი, რომ მდინარეები მათთვის წყლის მოსამარაგებლად არსებობენ.

რაბინდრანათ თაგორი
ადამიანის ცხოვრების სიძნელეთა დაძლევის საფუძველი კარგი განათლებაა.

რაბინდრანათ თაგორი
სიყვარული დაუსრულებელი საიდუმლოა, რადგან არ არსებობს მიზეზი, რომელსაც მისი ახსნა შეუძლია.

რაბინდრანათ თაგორი
ჩიტები ფიქრობენ, რომ სიკეთეა მისცე თევზს ფრთები ცაში ასაფრენად.

რაბინდრანათ თაგორი
ვინც ბევრსა ფიქრობს იმაზე — სიკეთე ვქნაო, დრო აღარ ყოფნის, კეთილი იყოს.

მოსკოვის მიტროპოლიტი მაკარი
ადამიანთა საზოგადოება ღმრთისა და სულის უკვდავების რწმენის გარეშე – ეს ველური ცხოველების ჯოგია, მიუხედავად იმისა, რომ მათ გონებაც აქვს. ისინი ყოველთვის მზად არიან ერთმანეთი ტანჯონ და გაანადგურონ.

ლაროშფუკო
ადამიანთა კეთილგანწყობილება საზოგადოებაში ახლად გამოჩენილი კაცისადმი, მეტწილად, გამოწვეულია ფარული შურით იმათ მიმართ, ვისაც მყარი მდგომარეობა უკვე შექმნილი აქვს.

არისტოტელე
ადამიანთა დიდი ნაწილი უმეტესად ემორჩილება საჭიროებას, ვიდრე გონიერებას და ესეც უმეტესად სასჯელის შიშით, ვიდრე ზნეობრივ სიმშვენიერის დასაკმაყოფილებლად.

ლაროშფუკო
ადამიანთა ბედ-იღბალი რაც უნდა განსხვავებული იყოს, ბედნიერება და უბედურება მაინც ათანაბრებს მათ.

პასკალი
ადამიანებს ჰგონიათ, რომ ამა თუ იმ თანამდებობის ხელში ჩაგდება სიმშვიდესა და ბედნიერებას მიანიჭებთ. ისინი ვერ გრძნობენ, რა უძღებია მათი სიხარბე და გულუბრყვილოდ ჰგონიათ, მართლაც სიმშვიდეს დავეძებთო, თუმცა სინამდვილეში მხოლოდ შფოთს, აყალ-მაყალსა და შეხლა-შემოხლას დაეძებენ.

რაბინდრანათ თაგორი
ადამიანის პორტრეტი, ვისაც ჩვენ კარგად ვიცნობთ, რამდენადმე მაინც ჩვენი წარმოსახვის ნაყოფია. თუკი ჩვენი საუკეთესო მეგობრები ჩვენივე წარმოსახვის ძაფზე ასხმულ დატეხილი ხაზების ნაწყვეტებს წარმოადგენენ, მაშინ ვიცნობთ თუ არა ჩვენ საერთოდ ვინმეს და გვიცნობს თუ არა ჩვენ ვინმე სხვაფრივ თუ არ ამ დაწყვეტილი, დანაწევრებული სახით. მაგრამ ამ ჭუჭრუტანებში რომ გარეშეთა წარმოსახვის შუქი იღვრება, იქნებ სწორედ ეგა ქმნიდეს სიახლოვეს კაცთა შორის.

პასკალი
ადამიანებს ყველაფერს ასწავლიან, პატიოსნების გარდა, თუმცა ისინი ყოველთვის პატიოსნებით იწონებენ თავს და არა განსწავლულობით, ესე იგი, სწორედ იმით, რაც მათთვის არასოდეს უსწავლებიათ.

ჟან დე ლაბრიუერი
ადამიანებს ყველაფერს ასწავლიან, პატიოსნების გარდა, თუმცა ისინი ყოველთვის პატიოსნებით იწონებენ თავს და არა განსწავლულობით, ესე იგი, სწორედ იმით, რაც მათთვის არასოდეს უსწავლებიათ.

ჟან დე ლაბრიუერი
ადამიანებს ერთმანეთის არც გარეგნობა მოსდით თვალში და არც საქციელი. სხვისი მოქმედება, ყოფაქცევა, აზრები, გამოთქმები, არაფერი ეპიტნავებათ, არაფერი აკმაყოფილებთ. ერთი რაღაცას ყვება, ამბობს ან კითხულობს, მეორე კი ამ დროს წარმოიდგენს, მსგავს შემთხვევაში თვითონ რას გააკეთებდა, რას გაიაზრებდა, რას დაწერდა. ადამიანი ისეა სავსე საკუთარი ფიქრებით, რომ სხვისთვის ადგილი აღარ რჩება.

სოკრატე
ადამიანებს ბუნებით აქვთ მინიჭებული მეგობრობისადმი მიდრეკილება, რამეთუ ერთმანეთი სჭირდებათ, ერთმანეთს იბრალებენ და ხელშეწყობით ერთმანეთისათვის სარგებლობა მოაქვთ და რაკი ეს ესმით, ერთურთის მიმართ მადლიერებითაც არიან გამსჭვალული; მაგრამ, მეორე მხრივ, მათ მტრობისაკენ მისწრაფებაც აქვთ თანდაყოლილი, რადგან, თუ რასმე მშვენიერ და ამავე დროს სასიამოვნო საგნად ჩათვლიან, მის გამო ბრძოლას იწყებენ, ხოლო თუ ამ საგანზე სხვადასხვა აზრი გაუჩნდათ, ერთმანეთს უპირისპირდებიან. ჯიბრი და რისხვა სწორედ რომ მტრობის მაუწყებელია, მომხვეჭელობის სიყვარულიც შუღლსა და ქიშპობას იწვევს, ხოლო შური მუდამ ზიზღის საბაბი ხდება.

ბლეზ პასკალი
ადამიანებს არ შეუძლიათ თავიდან აიცილონ სიკვდილი, მაგრამ ისინი ცდილობენ არ იფიქრონ ამის შესახებ და ამ გზით მაინც ეზიარონ ბედნიერებას.

ძველი ებრაული გამონათქვამი
ადამიანებისადმი ღირსეული მოპყრობა- ყოველგვარ ცოდნაზე მაღლაა.

ზიგმუნდ ფროიდი
ადამიანების შინაგანი კონფლიქტების წყარო – ეს არის ორი სწრაფვის ბრძოლა: აღმშენებლობისადმი(დაკავშირებული სიყვარულთან, ეროსთან) და ნგრევის, დესტრუქციის, მოსპობისადმი(დაკავშირებული ტანტალოსთან).

ალბერტ აინშტაინი
ადამიანების უმეტესობა ამბობს, რომ ინტელექტი ქმნის დიდ მეცნიერს. ისინი სცდებიან: დიდ მეცნიერს ჰქმნის ხასიათი.

ფილიპ დორმერ სტენჰოპ ჩესტერფილდი
ადამიანების მიმართ არ შეიძლება სინამდვილიდან აღებული კერძო მაგალითებით საერთო დასკვნების გამოტანა. არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანი-მოაზროვნე არსებაა, ყოველთვის აზრიანად იმოქმედებს, ანდა, რომ რაიმე ჟინით შეპყრობილი, თავის მოქმედებაში უცვლელად და თანამიმევრულად იხელმძღვანელებს მხოლოდ იმით. არა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ჩვენგანში არსებობს რაღაც მთავარი ზამბარა, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს ყველაფერი – დანარჩენი, არსებობს კიდევ უთვალავი რაოდენობის წვრილი ბორბლები, რომელთა ბრუნვაც ან ანელებს, ან აჩქარებს, ხანდახან კი აჩერებს კიდეც ამ მოძრაობას.

ვოლფრამ ეშენბახი
ადამიანები ჩვეულებრივ საქმით წინააღმდეგობას უფრო ადვილად იტანენ, ვიდრე სიტყვით წინააღმდეგობას.

გაბრიელ გარსია მარკესი
ადამიანები სწორედ მაშინ ბერდებიან, როდესაც კარგავენ შეყვარების უნარს!

ძმები გონკურები
ადამიანები, რომლებიც ეძლევიან თავიანთ ვნებებს, ანდა თავს აძარცვინებენ სულიერ მღელვარებას, ვერასოდეს შეჰქმნიან რასმე ღირებულს. ისინი მხოლოდ ცხოვრებისათვის იცოცხლებენ.

გეორგ კრისტოფ ლიხტენბერგი
ადამიანები, რომლებსაც მუდამ არ სცალიათ, ჩვეულებრივად არაფერს აკეთებენ.

ოტო ფონ ბისმარკი
ადამიანები იმდენს არასდროს არ ცრუობენ, როგორც ნადირობის შემდეგ, ომის დროს ან არჩევნების წინ.

სებასტიან კასტელიო
ადამიანები იმდენად არიან დარწმუნებულნი თავიანთი აზრის სამართლიანობაში, ხშირად ტყუილად დაჯერებულნი, მიიჩნევენ რა მას ერთადერთ ჭეშმარიტებად, რომ სხვის მოსაზრებას ამპარტავნულად არად აგდებენ; ეს ქედმაღლობა პირველმიზეზია მხეცობისა და დევნისა, არავის სურს ითმენდეს მისგან განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანს, თუმც აზრები ქვეყნად იმდენია, რამდენიც ადამიანი, მაგრამ არ არსებობს არც ერთი სექტა, რომელიც არ განსჯიდეს ყველა დანარჩენ სექტას და არ ისურვოს ერთპიროვნული ბატონობა.

დენი დიდრო
ადამიანები ვეღარ აზროვნებენ, როდესაც აღარ კითხულობენ.

ლაროშფუკო
ადამიანები ერთმანეთში დიდხანს ვერ მორიგდებოდნენ, თუ რომ ერთმანეთს არ ატყუებდნენ.

იმანუელ კანტი
ადამიანები ერთმანეთს გაექცეოდნენ, თვითოეულის გული და სულისთქმა რომ დაფარული არ იყოს.

ჩინური ანდაზა
ადამიანები და არა კედლები ჰქმნიან ქალაქს.

1-50 51-62