16:14
HTML სიმბოლოების ხასიათი
HTML-ში ზოგიერთ სიმბოლოს აქვს სპეციალური მნიშვნელობა, როგორც ნაკლებობის ნიშანი (<), რომლიც განსაზღვრავს HTML-ში ტეგის დაწყებას. თუ გსურთ, რომ ბრაუზერმა ეკრანზე გამოსახოს ეს სიმბოლოები, მაშინ სიმბოლოების აღწერა უნდა ჩასვათ HTML წყაროში.
სიმბოლოების აღწერას აქვს სამი ნაწილი : ამპერსანდი (&), აღწერის სახელი და აღწერის რიცხვი. სიმბოლოების აღწერა სრულდება ; სიმბოლოთი. იმისათვის რომ HTML დოკუმენტში გამოისახოს ნაკლებობის ნიშანი, უნდა დაწეროთ : & l t ; ან & # 6 0 ;
რიცხვების ნაცვლად სახელების გამოყენების უპირატესობა მისი ადვილად დამახხსოვრების საშუალებაა. არახელსაყრელია ის, რომ ყველა ბრაუზერი არ უზრუნველყოფს სახელების აღწერას, მაშინ როდესაც რიცხვების აღწერის უზრუნველყოფა ძალიან კარგია, თითქმის ყველა ბრაუზერში. 


ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიმბოლოების აღწერა
რეზულტატი აღწერა აღწერის სახელი აღწერის რიცხვი
  გაუწყვეტელი ხაზი & n b s p ; & # 1 6 0 ;
< ნაკლებობის ნიშანი & l t ; & # 6 0 ;
> მეტობის ნიშანი & g t ; & # 6 2 ;
& ამპერსანტი & a m p ; & # 3 8 ;
" ბრჭყალები & q u o t ; & # 3 4 ;
' აპოსტროფი & a p o s ; & # 3 9 ;


ზოგიერთი სხვა ხშირად გამოყენებადი სიმბოლოების აღწერები
რეზულტატი აღწერა აღწერის სახელი აღწერის რიცხვი
¢ ცენტი & c e n t ; & # 1 6 2 ;
£ ფუნტი & p o u n d ; & # 1 6 3 ;
¥ იენი & y e n ; & # 1 6 5 ;
§ პარაგრაფი & s e c t ; & # 1 6 7 ;
© ლიცენზია & c o p y ; & # 1 6 9 ;
® რეგისტრირებული & r e g ; & # 1 7 4 ;
× გამრავლება & t i m e s ; & # 2 1 5 ;
÷ გაყოფა & d i v i d e ; & # 2 4 7 ;


ყველა სიმბოლოს სანახავად გადადით მოცემულ ბმულზე: https://www.w3schools.com/charsets/ref_utf_symbols.asp

წყარო: https://ka.wikibooks.org


კატეგორია: HTML | ნანახია: 26 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...