19:39
C++ პროგრამირება 4 / ცვლადები

რაარის ცვლადი ? ცვლადი არის ინფორმაცია, რომელიც ინახება ჩვენი კომპიუტერის მეხსიერებაში, შესაბამისი ტიპით. არსებობს სხვადასხვა ტიპის ცვლადები, ზოგი მათგანი ტექსტურ ინფორმაციას ინახავს ზოგიც მთელი რიცხვებს, რა თქმა უნდა ეს ცვლადის ზუსტი განმარტება არაა, უბრალოდ შევეცადე, გასაგებად და მარტივი ენით ამეღწერა, რათა არ დაბნეულიყავით.

მოდით, ახლა გადავიდეთ პრაქტიკულ მაგალითზე და უკეთ გავიგებთ თუ რას წარმოადგენს ცვლადი.
დღეს განვივხილავთ მთელი რიცხვების ცვლადს, integer შემოკლებით-int.
პირველ რიგში, ყურადღებას გავამახვილებ ცვლადის ჩანაწერზე. ცვლადი შეიძლება დაიწყოს მხოლოდ და მხოლოდ
A-Z ან a-z ასევე ცვლადი შეიძლება დაიწყოს ქვედა ტირეთი _  და ასევე ცვლადი შეიძლება დაიწყოს ციფრებით 0-9 ჩათვლით. 

ყურადღება!  ცვლადს არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება მიენიჭოს ისეთი სახელი, რომელსაც რაიმე მნიშვნელობა აქვს C++ ში, ანუ არ შეიძლება ცვლადის სახელი იყოს int double, int int და ასე შემდეგ.

დავიწყოთ მარტივი მაგალითით და შევქმნათ ჩვენი პირველი ცვლადი.
 

int cvladi1=10; // აღნიშნული ცვლადის მნიშვნელობა იქნება 10. 

გაითვალისწინეთ, რომ C++ ში სტრიქონის დამთავრების შემდეგ იწერებ ; 

ახლა შვქმნათ ცვლადი და ამავდროულად დავბეჭდოთ იგი.

#include <iostream>
using namespace std;

int main()
{
int cvladi1 = 10;
cout <<cvladi1;
return 0;
}
//SHEDEGI IQNEBA 10 

 

გადავიდეთ ცვლადების განსხვავებულ აღწერაზე.
 როგორც ხვდებით, ცვლადისთვის მნიშვნელობის მისანიჭებლად ვიყენებთ = ის ნიშანს. 
int a = 10;
int b = 20;
int c = 30; // და ასე შემდეგ.
//ცვლადის მნიშვნელობა შეიძლება გახდეს, სხვა ცვლადების ჯამი ან ნამრავლი ან განაყოფი და სხვა...
int d = a+b+c
cout<< d ; 
// ამ შემთხვევაში შედეგი იქნება 60.
ჩვენ გამოვიძახეთ ცვლადი c, რომლის მნიშვნელობაც იყო a b და c ცვლადების ჯამი.


ახლა კი შევაჯამოთ რაც ვისწავლეთ: ჩვენ ვიცით, რომ int გახლავთ ნამდვილი რიცხვების ცვლადი, ვისწავლეთ, რომ ცვლადის მნიშვნელობა შეიძლება დამოკიდებული გახდეს სხვა ცვლადის მნიშვნელობაზე და ახლა, რაც ყველაზე მთავარია. ვისწავლით, რომ int ცვლადის მნიშვნელობა შეიძლება იყოს -32768 დან 32767 -მდე ნებისმიერი რიცხვი. 

#include <iostream>
using namespace std;

int main()
{
int a = 30;
int b = 12;
int sum = a + b;

cout << sum;

return 0;
}
// ES KODI CHAAGDET DEV C++ SHI DAAKOMPILIRET DA GAUSHVIT SHEDEGAD MIIGEBT 42 -S;


ამ ეტაპზე სულ ეს იყო! გაითვალისწინეთ, რომ საუბარი იყო მხოლოდ მთელი ტიპის ცვლადზე int -ზე 
მართალია პოსტის სათაური გახლავთ ცვლადები, მაგრამ უფრო დეტალურად სხვა ცვლადებზე შემდეგ პოსტში ვისაუბრებთ.


| ტეგები: с++ გაკვეთილები, პროგრამირება

კატეგორია: C++ | ნანახია: 47 | დაამატა: TeMo | რეიტინგი: 5.0/1
იტვირთება რეკლამის ბარი...