12:39
Morbus Bosporus _ ბოსფორის დაავადება
Morbus Bosporus _ ბოსფორის დაავადება

ბოსფორის იგივე სტამბოლის სრუტე მსოფლიოს ყველაზე ვიწრო ყელია, რომელიც საერთაშორისო ნაოსნობისათვის გამოიყენება. იგი ყოფს თურქეთის ევროპულსა და აზიურ ნაწილებს. მისი სიგრძე დაახლოებით 30 კმ-ია. ის აერთებს მარმარილოს ზღვას შავ ზღვასთან, რომელიც თავის მხრივ დარდანელით ეგეოსის ზღვას უერთდება ხმელთაშუა ზღვაში.

სწორედ აქედან გამომდინარეობს ბოსფორის დაავადების სახელწოდებაც და ალბათ აღარ გაგიჭირდებათ იმის მიხვედრა, თუ რომელი ქვეყნის მოსახლეობაზეა საუბარი. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ეს პოსტი კონკრეტულად არცერთი ეროვნების წინააღმდეგ მიმართული არ არის, უბრალოდ მოგითხრობთ ერთი საინტერესო სინდრომის შესახებ, რომელიც დიდი ალბათობით ოფიციალურადაც დაიკავებს ადგილს დაავადებათა საერთაშორისო (ICD) კლასიფიკაციაში (რათქმაუნდა ოდნავ განსხვავებული ფორმით). 

თითოეულ ჩვენგანს გვყავს მინიმუმ ერთი ,,#ყველაფერიმტკივა" ადამიანი გარშემო. მათ მუდამ რაღაც აწუხებთ, მუდამ მგლოვიარე სახეებით იმყოფებიან. მიუხედავად ამისა ჩაძიების შემთხვევაში, კონკრეტულ პასუხს თუ რა აწუხებთ, ვერ მიიღებთ. ისინი უბრალოდ ცუდად არიან. ასეთ ადამიანებში ხშირად აღინიშნება წლების განმავლობაში მიმდინარე ფსიქიკური პათოლოგიები, იქნება ეს დეპრესია თუ აფექტის სხვა აშლილობები, რომლებიც თანდან სომატური ხასიათის ჩივილებით გვევლინებიან. მარტივად რომ ვთქვათ, ამ ადამიანებს მართლა სტკივათ ,,რაღაც", თუმცა ვერ ახდენენ ტკივილის ზუსტი ლოკალიზაციის განსაზღვრას. ბევრი ამ დროს ინსტიქტურად თავის ტკივილს იმიზეზებს. ხშირად შეხვდებით მუდამ თავზეწაკრულ ადამიანებს მაგალითად. 

როგორც ალბათ უკვე მიხვდით მსგავსი სიმპტომები მხოლოდ თურქული წარმოშობის ადამიანებს არ ახასიათებთ. თუმცა დღეს ჩვენ კონკრეტულად ბოსფორის დაავადებაზე ვსაუბრობთ.

აქტიური მიგრაციის გამო, თურქებმა უკვე თაობები გაზარდეს გერმანიაში, თუმცა ისინი ბოლომდე არ ასიმილირდნენ ადგილობრივ მოსახლეობასთან. უფრო მეტიც, ბევრმა მათგანმა ენის სწავლაც არ ჩათვალა საჭიროდ. ეს რათქმაუნდა ხელს უშლის და უშლიდა მათ ადაფტაციას და კომუნიკაციას ადგილობრივ მოსახლეობასთან. 

პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდებოდა მაგალითად ექიმთან ვიზიტის დროს. ენის ბარიერის გამო ხშირად ვერ ხერხდება სიმპტომების და ჩივილების სრულყოფილად გადმოცემა. აქედან გამომდინარე აღნიშნული პაციენტები იძულებულნი არიან სხეულის ენით აუხსნან ექიმს თავიანთი ჩივილები. წარმოიდგინეთ საშინლად გტკივათ მუცელი და მიდიხართ ექიმთან, რომელსაც თქვენი ენა არ ესმის და თან ცოტათი ეჭვიც ეპარება სიმპტომებს ხომ არ აზვიადებთ. ეცდებით სახის მიმიკებით, ხელებით, ფეხებით და ყველა შესაძლო ხერხით იმის გადმოცემას თუ რა გაწუხებთ და სად გტკივათ. ის ადამიანები, რომლებიც არასდროს ყოფილან უცხო გარემოში, უცხო ქვეყანაში, ალბათ ვერასოდეს დააფასებენ იმას, თუ რამხელა ბედნიერებაა როდესაც შენ გარშემომყოფები იგივე ენაზე მეტყველებენ რაზეც შენ, იქნება ეს სუპერმარკეტი, კლინიკა თუ უბრალოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

რათქმაუნდა სერიოზულ პრობლემებს არც ერთი ქვეყნის ექიმები უყურადღებოდ არ დატოვებენ. ბოსფორის დაავადება, თუ გნებავთ სინდრომი კი წამოვიდა იქედან, რომ თურქული ფესვების მქონე ადამიანები (ისინი ვინც ადგილობრივ ენას არ ფლობენ) უცხოეთში ექიმთან ვიზიტის დროს, უმნიშვნელო ჩივილების დროსაც ახდენენ სიმპტომების გაზვიადებას, გაბუქებას, რათა როგორმე მიიქციონ ექიმის ყურადღება და დაარწმუნონ რომ მართლა ავად არიან. ბოსფორის დაავადების ტიპიური წარმომადგენელი იხილეთ ქვემოთ სურათზე. ძალიან სერიოზულადაც ნუ მიუდგებით საკითხს, ცოტატი იუმორით შეხედეთ... 

ილიას ტერსენიდისი
ექიმი / ფსიქიატრი

კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 43 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar